"აპოლონის ბეჭედი" - კვირის პალიტრა

"აპოლონის ბეჭედი"

ლანდშაფტის მხატვარმა ჯიმი დენევანმა, მეგობრებთან ერთად, ნევადის უდაბნოში 15 დღეში მსოფლიოს უდიდესი ნახატი შექმნა, რომლის დანახვა მხოლოდ 12 კმ

სიმაღლიდან არის შესაძლებელი. უზარმაზარი კომპოზიცია 1000-ზე მეტი წრისგან შედგება და "აპოლონის ბეჭდის" სახელით ცნობილ მათემატიკურ თეორემაზეა დაფუძნებული. ის ნასკას უდაბნოს ცნობილ გიგანტურ ფიგურებზე უფრო დიდია. მიწაზე ნახატის  "ხაზის" (ღარის) სიგანე  8,5 მ-ია, სიღრმე - 1 მ.