მსოფლიოში ყველაზე მაღალი ძაღლი - კვირის პალიტრა

მსოფლიოში ყველაზე მაღალი ძაღლი

გინესის რეკორდების წიგნის თანახმად, მსოფლიოში ყველაზე მაღალი ძაღლია არიზონის შტატის ქალაქ ტუსონში მცხოვრები გერმანული დოგი, სახელად "ჯორჯი".

მსოფლიოს ახალი "რეკორდსმენის" სიმაღლე 112 სმ-ია, სიგრძე 202 სმ, წონა კი 110 კგ. გიგანტის პატრონები ამაყად აცხადებენ, რომ "ჯორჯს" ორკაციან საწოლში სძინავს და თვეში 50-კილოგრამ საკვებს მიირთმევს.