"ჩემთვის ეს სიშიშვლე კი არა, ხელოვნებაა" - კვირის პალიტრა

"ჩემთვის ეს სიშიშვლე კი არა, ხელოვნებაა"

33 წლის ბრაზილიელი სუპერმოდელი ჟიზელ ბუნდჰენი ბოლო ხანს წონას დიდ ყურადღებას აღარ აქცევდა და ყველასთვის ცნობილი მისი "კლასიკური ზომა" - 86ხ61ხ86  - წარსულში დარჩა. ცოტა ხნის წინ ჟიზელმა თავის ქმართან, ფეხბურთელ ტომ ბრედისთან ერთად ლოს-ანჯელესის ახლოს ვილა იყიდა, მერე მანჰეტენზე მდებარე ცათამბჯენის  47-ე სართულზე 14-მილიონდოლარიანი ბინაც შეიძინა. შემდეგ უსასტიკესი დიეტისა და უმძიმესი ვარჯიშების წყალობით ისევ ტანწერწეტა გახდა და  პრესტიჟული "ვოგის" გარეკანზეც სრულიად შიშველი მოგვევლინა. მეგავარსკვლავისთვის ეს სიშიშვლე კი არა, ხელოვნებაა, თუმცა ავი ენები ამბობენ, რომ ასეთი ტანჯვა ჟიზელს მხოლოდ "ვოგის" პირველი გვერდისთვის, ცხადია, არ გამოუვლია, - იმ ცათამბჯენში მეზობლად თურმე მისი ყოფილი საყვარელი ლეონარდო დი კაპრიო ცხოვრობს...