"სუპერროლი"
ალკოჰოლური სასმელების მსხვილმა იტალიურმა კომპანიამ თავისი 2014 წლის კალენდრის ფოტოსესიისთვის არა ნორჩი მოდელი, არამედ 43 წლის მეგავარსკვლავი, მსახიობი უმა თურმანი მიიწვია. სამხრეთაფრიკელმა ფოტოგრაფმა კოტო კლოფომ კი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქალბატონი ხან აფროდიტედ აქცია და ხან სექსუალურ გეიშად... თუმცა, ახლახან გამართულ კალენდრის პრეზენტაციაზე მსახიობმა განაცხადა, რომ "მეტად კმაყოფილია და მის კარიერაში ეს ერთ-ერთი საუკეთესო როლია".