"სუპერროლი" - კვირის პალიტრა

"სუპერროლი"

ალკოჰოლური სასმელების მსხვილმა იტალიურმა კომპანიამ თავისი 2014 წლის კალენდრის ფოტოსესიისთვის არა ნორჩი მოდელი, არამედ 43 წლის მეგავარსკვლავი, მსახიობი უმა თურმანი მიიწვია. სამხრეთაფრიკელმა ფოტოგრაფმა კოტო კლოფომ კი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქალბატონი ხან აფროდიტედ აქცია და ხან სექსუალურ გეიშად... თუმცა, ახლახან გამართულ კალენდრის პრეზენტაციაზე  მსახიობმა განაცხადა, რომ "მეტად კმაყოფილია და მის კარიერაში ეს ერთ-ერთი საუკეთესო როლია".