ბუების კაფე იაპონიაში - კვირის პალიტრა

ბუების კაფე იაპონიაში

ახლახან იაპონიაში გაიხსნა "ბუს კაფე" (The Owl Cafe), სადაც სტუმრებს შეუძლიათ რამდენიმე სახეობის ბუს საზოგადოებით დატკბნენ. კაფეს მეპატრონეები ბუნების დამცველი ორგანიზაციების ზედმეტი ყურადღების შიშით რეკლამას არ ეწევიან, თუმცა მათ კართან მუდამ უზარმაზარი რიგი დგას - ხალხი აქ მოსახვედრად დილით ადრე დგება. საქმე ისაა, რომ იაპონელთა უმეტესობა ვიწროდ ცხოვრობს და შინაური ცხოველის ყოლის საშუალება არ აქვს. ამიტომ ცხოველებთან ურთიერთობის ჟინს ბუებთან იკლავენ.

კაფეში მტაცებელ ფრინველებს კარგად კვებავენ, ხოლო მათი სიმშვიდისთვის კაფე ქუჩისგან სქელი ფარდებითაა იზოლირებული. ყოველ ჯერზე მხოლოდ განსაზღვრული რაოდენობის სტუმრებს უშვებენ, ამასთან, ყველა შემსვლელი უსაფრთხოების წესებს ეცნობა.