მადლიერი სირგა
18-11-2013
მადლიერი სირგა
აფრიკულ ბოტსვანაში ბუნების დამცველებმა, გერმანელმა ვალენტინ გრიუნერმა და დანიელმა მიკელ ლეგარტმა ადგილობრივი ლომების გადასარჩენად დააფუძნეს პროექტი "მოდისა" (Modisa). სავარგულების  გაფართოების გამო, ლომებისთვის სულ უფრო მცირე ადგილი რჩება, პროექტი კი დიდ საერთო ნაკრძალში მათ თავმოყრას ითვალისწინებს... შარშანწინ პატარა ძუ ბოკვერი ერთ-ერთი პრაიდიდან გამოაგდეს, გრიუნერმა და ლეგარტმა განწირული უმალ "იშვილეს". მათ "სირგა" გაზარდეს და დამოუკიდებლად ნადირობა ასწავლეს. "ჩვენ სხვა ლომებთანაც გვაქვს ურთიერთობა, მაგრამ სირგა განსაკუთრებით გვიყვარს. ის თავად ნადირობს ანტილოპებზე და უფლებას
გვაძლევს, სადილობის დროსაც კი მის გვერდით ვიყოთ, ანუ  ჩვენ მისთვის ერთი პრაიდის წევრები ვართ", - განმარტავს ლეგარტი. სირგა კი მადლიერებას ჩახუტებით გამოხატავს.





მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით