საქველმოქმედო "ოსკარი" - კვირის პალიტრა

საქველმოქმედო "ოსკარი"

ახლახან ანჯელინა ჯოლიმ მეორე "ოსკარი" მიიღო, ოღონდ არა შესრულებული როლისთვის. ლოს-ანჯელესში გამართულ კინოაკადემიის საპატიო ცერემონიაზე ის ამჯერად საქველმოქმედო საქმიანობისთვის დააჯილდოეს - მსახიობი გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის კეთილი ნების ელჩია და ჰუმანიტარული მისიით ათობით ქვეყანაშია ნამყოფი. დამსწრეთათვის სიურპრიზი იყო ანჯელინასთან ერთად წითელ ხალიჩაზე ბრედ პიტის გამოცხადება. პიტი ამ ცერემონიალისთვის ერთი დღით ჩამოფრინდა. ასევე სიურპრიზი გახდა წითელ ხალიჩაზე მათი 12 წლის ვაჟის, მედოქსის, პირველი გამოჩენა. იგი, მამის მსგავსად, ფრაკში იყო გამოწყობილი. თავის დროზე ერთი წლის ბიჭუნა ანჯელინამ კამბოჯაში იშვილა. ფოტოგრაფებისა და ჟურნალისტების აზრით, მკერდის ოპერაციის მიუხედავად, ანჯელინა ბრწყინვალე ფორმაშია და ვერსაჩეს კაბაც ძალიან უხდებოდა.