"ყურცქვიტა" 40 წლისაა - კვირის პალიტრა

"ყურცქვიტა" 40 წლისაა

ბრიტანელი სუპერმოდელი კეიტ მოსი 16 იანვარს 40 წლის ხდება. მრგვალ თარიღთან დაკავშირებით მან "პლეიბოსთვის" გაიხადა და, რაც უნდა დაუჯერებელი იყოს, ეს პირველად მოხდა! ფოტოსესია საკულტო ფოტოგრაფებმა - მარტ ალასმა და მარკუს პიგოტმა ჩაატარეს. მართალია, ფოტოები თებერვლის ნომერში გამოქვეყნდება, მაგრამ სერიის მთავარი ფოტო - "პლეიბოის" ტრადიციული სექსუალური კურდღელი, ბრიტანულ პორტალში უკვე მოხვდა. მეგავარსკვლავი კვლავ შესანიშნავად გამოიყურება და ქათინაურები არც ქებაში სიტყვაძუნწ "პლეიბოის"  შეფს, ჰიუ ჰეფნერს დაუშურებია.