როცა ბოდიშიც ვერ შველის - კვირის პალიტრა

როცა ბოდიშიც ვერ შველის

მსოფლიოს ახალი ჰიტის ფილმ "თორ-2:  სიბნელის სამეფოს" მსახიობს, მზეთუნახავ ჯეიმი ალექსანდერს ჰოლივუდში გამართულ პრემიერაზე აშკარად ზედმეტი მოუვიდა.

ლამაზმანი კინოთეატრ "ელ კაპიტანში" თითქმის შიშველი გამოცხადდა - გამჭვირვალე დეტალებით გაწყობილმა კაბამ სტუმრებს გვინეტ პელტროუს რამდენიმე თვის წინანდელი ანალოგიური კაბა გაახსენა, რის გამოც სუპერვარსკვლავს ქსელში ათასი ბოდიშის მოხდამ მოუწია.

არადა, გვინეტის კაბა მხოლოდ  გვერდიდან ზომიერად და ზურგს ქვემოთ დასაშვებზე მეტად იყო გახსნილი, ხოლო ჯეიმის კაბაში ლამაზმანის უზადო სხეული ზოგ რაკურსში ისე ნათლად ჩანდა, რომ საერთო აზრით, ჯეიმის ვერანაირი ბოდიში ვეღარ უშველის...