კიპლინგის "სცენარით" - კვირის პალიტრა

კიპლინგის "სცენარით"

ზამბიის ეროვნულ ნაკრძალ "სამხრეთ ლუნგვას" გენერალური დირექტორი იან სალისბერი თავის "მამულში" ნამდვილ ლიტერატურულ სცენას შეესწრო: ტბორთან წყლის დასალევად მისულ პატარა სპილოს ხორთუმში ნიანგი სწვდა - ზუსტად ისე, როგორც რედიარდ კიპლინგის საბავშვო მოთხრობაშია, "როგორ გაეზარდა სპლიყვს ხორთუმი".

მოთხრობაში ნიანგი სპლიყვს ცხვირზე იმდენ ხანს ექაჩებოდა, სანამ ის ხორთუმად არ იქცა. ზამბიის ეროვნული ნაკრძალის ბინადარმა კი ხორთუმის უფრო "დაგრძელება" არ ისურვა, ნიანგს ხორთუმი გამოსტაცა და შეშინებულმა ტყეში დურთა თავი.