პირველი ცუგა ევერესტზე
25-11-2013
პირველი ცუგა ევერესტზე
დანიელი მთამსვლელი ჯოან ლეპსონი მიტოვებულ 8 თვის ლეკვს ჩრდილოეთ ინდოეთის ქალაქ ლადაჰში გადაეყარა. სასიკვდილოდ განწირული პაწია  ჯოანმა სამშობლოში წაიყვანა, უმკურნალა და გადაარჩინა. ქალს რუპი ისე შეუყვარდა, გადაწყვიტა, მისთვის ისტორიაშიც დაებევებინა ადგილი: ასე გახდა რუპი ოფიციალურად პირველი ძაღლი, რომელიც 5 000 მ სიმაღლეზე ევერესტის საბაზო ბანაკში ავიდა - ვეტერინარის თანხმობით, ჯოანმა და რუპიმ ბანაკს 13 დღეში მიაღწიეს.

ნეპალში "რეკორდსმენი" ცუგა ბუდისტ ბერებსაც ეწვია... "ვიმედოვნებ, რუპის მიღწევა ადამიანებს აიძულებთ, უფრო კეთილები გახდნენ
ცხოველების, განსაკუთრებით უპატრონოების, მიმართ. უნდა ვიცოდეთ, რომ თითოეული სიცოცხლე მნიშვნელოვანია", - ამბობს ჯოანი.    










მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით