თანამშრომელი - კვირის პალიტრა

თანამშრომელი

დევონშირელი ლუიზა მურჰაუსის საყვარელი კოკერ-სპანიელი ჯესი, საოჯახო ფერმის სრულუფლებიანი თანამშრომელია. ჯესი პატრონს მართლაც ძალიან ეხმარება - 10 წლის ძაღლი დღეში სამჯერ ასმევს რძეს დაობლებულ ოთხ ბატკანს. ამას გარდა, ფერმაში პატარ-პატარა დავალებებსაც ასრულებს. "ჯესი ჩემი მარჯვენა ხელია. ფერმაში მუშაობა ლეკვობისას ვასწავლე. უცხოსთვის კი მართლაც სასაცილო საყურებელია, ერთი ბატკანი ბოთლს რომ დაცლის, მეორისთვის როგორ მოარბენინებს ჯესი ახალ ბოთლს", - ამბობს ლუიზა. მისის მურჰაუსის ფერმა ადგილობრივ ბუნების დამცველთა ორგანიზაციასთან  თანამშრომლობს და ცხვრის იშვიათ ჯიშებს უვლის.