თანამშრომელი
02-12-2013
თანამშრომელი
დევონშირელი ლუიზა მურჰაუსის საყვარელი კოკერ-სპანიელი ჯესი, საოჯახო ფერმის სრულუფლებიანი თანამშრომელია. ჯესი პატრონს მართლაც ძალიან ეხმარება - 10 წლის ძაღლი დღეში სამჯერ ასმევს რძეს დაობლებულ ოთხ ბატკანს. ამას გარდა, ფერმაში პატარ-პატარა დავალებებსაც ასრულებს. "ჯესი ჩემი მარჯვენა ხელია. ფერმაში მუშაობა ლეკვობისას ვასწავლე. უცხოსთვის კი მართლაც სასაცილო საყურებელია, ერთი ბატკანი ბოთლს რომ დაცლის, მეორისთვის როგორ მოარბენინებს ჯესი ახალ ბოთლს", - ამბობს ლუიზა. მისის მურჰაუსის ფერმა ადგილობრივ ბუნების დამცველთა ორგანიზაციასთან  თანამშრომლობს და ცხვრის იშვიათ
ჯიშებს უვლის.  



მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?