"სუპერვიკუნია" - კვირის პალიტრა

"სუპერვიკუნია"

ახლახან კომპანია "ფალკემ" მსოფლიოში ყველაზე ძვირი მამაკაცის წინდა წარმოადგინა - წყვილი 1 200 დოლარად! ის მზადდება ვიკუნიას ბეწვით. რომ არ დაზიანდეს, ბეწვს არც ღებავენ. წითელ წიგნში შეტანილი ვიკუნია არ შინაურდება, ანდებში 5500 მ სიმაღლეზე ბინადრობს  და მისი ბეწვის მოპოვება მეტად ძნელია. მას სპეციალური პროგრამით იცავენ.

სხვათა შორის, ინკების ეპოქაში ვიკუნიას ბეწვს მხოლოდ არისტოკრატები იყენებდნენ.