...რომ არა ბატი ჯერალდინა - კვირის პალიტრა

...რომ არა ბატი ჯერალდინა

ინგლისში,  ცხოველთა თავშესაფარში, საოცარი ამბავი მოხდა: 11 წლის გერმანული ნაგაზი რექსი იმდენად ავი იყო, რომ დაძინებას უპირებდნენ - აგრესიული ძაღლი თავს ესხმოდა ადამიანებსაც და ცხოველებსაც, მხოლოდ დედალ ნაგაზ "ვერას" აძლევდა მასთან მიახლოების უფლებას.

გამოუვალი სიტუაცია მოულოდნელად თავშესაფარში ახალმიყვანილმა ბატმა ჯერალდინამ შეცვალა. ავი რექსი ბატს ისე დაუახლოვდა, რომ სრულიად უწყინარ არსებად იქცა! "ძაღლი და ბატი გაცნობისთანავე დამეგობრდნენ. მსგავსი არაფერი გვინახავს - სულ ერთად არიან, ერთმანეთს ეფერებიან, ერთად ჭამენ და ჩახუტებულებს სძინავთ. ვერაზე ჯერალდინა ძალიან ეჭვიანობს და მას რექსთან მიახლოების საშუალებას არ აძლევს, სისინით აგდებს. ფაქტობრივად, ჯერალდინამ "სიკვდილმისჯილი" რექსი გადაარჩინა", - ამბობს თავშესაფრის დირექტორი შეილა ბრისლინი.