ჰამბურგერის "თაყვანისცემა" - კვირის პალიტრა

ჰამბურგერის "თაყვანისცემა"

ფლორიდის ქალაქ დეიტონ-ბიჩის მცხოვრები 57 წლის გარი სპერლა მსოფლიოში ჰამბურგერის ყველაზე დიდი მოყვარულია - ის ჰამბურგერს აშშ-ის სიმბოლოდ და "თაყვანისცემის ღირსად" მიიჩნევს. 23 წელია, რაც სპერლამ საკუთარ სახლში მსოფლიოში პირველი და ერთადერთი ჰამბურგერის მუზეუმი გახსნა, სადაც ყველაფერს ეზიდება, თუ რამე ჰამბურგერს აგონებს. ამას გარდა,  შინ აქვს ჰამბურგერის ფორმის ტელეფონი, ღამის ნათურა, საწოლი, ბალიშები და ა.შ. რამდენიმე წელი მოანდომა მისი სიამაყის - სამთვლიან მოპედ "ჰამბურგერ-ჰარლის" შექმნას, რომელსაც უკვე მთელი ფლორიდა იცნობს. "მიყვარს ჭამა, მიყვარს ჰამბურგერი, მიყვარს დარი, სინათლე, პლაჟი, ოკეანე და ამერიკული ცხოვრების წესი", - აცხადებს გარი.