ყველაზე უფრო "ბუმბუმი" - კვირის პალიტრა

ყველაზე უფრო "ბუმბუმი"

სან-პაულუში დასრულდა სრულიად ბრაზილიის სილამაზის კონკურსი "მის ბუმბუმი". ფინალში 15 ლამაზმანი გავიდა. კონკურსზე ერთდროულად ფასდება მკერდი და უკანალი, მაგრამ კარნავალების ქვეყანაში გადამწყვეტი ეს უკანასკნელია... გაიმარჯვა 25 წლის დაი მასედომ.

კონკურსი სკანდალებს ვერ ასცდა - მონაწილეები ერთმანეთს "უკანა ნაწილის" არაბუნებრივ ფორმებში ადანაშაულებდნენ და მეტოქეების კონკურსიდან მოხსნას ითხოვდნენ. გამარჯვების შემდეგ მასედომაც აღიარა, რომ არც მისი უკანალია "100%-იანი ბუნებრივი ფორმისა, თუმცა საგანგებოდ არაფერი მიუმატებია."