ჰოლივუდის იუბილარები - კვირის პალიტრა

ჰოლივუდის იუბილარები

9 დეკემბერს ჯონ მალკოვიჩი 60 წლის გახდა. ის ორჯერ იყო წარდგენილი "ოსკარზე", თუმცა ლაურეატი ვერ გახდა. 60 წლის თეატრისა და კინოს ვარსკვლავი ამას არ დარდობს, რადგან ბოლო ხანებში ფინანსური მდგომარეობის გამოსწორებითა და შვილებითაა დაკავებული - მეორე ცოლთან, რეჟისორის ასისტენტ ნიკოლეტ პეირანთან მას ქალ-ვაჟი ჰყავს. მალკოვიჩმა კრიზისის დროს ფინანსური პირამიდის რღვევის გამო დიდი ფული დაკარგა. თუმცა სიტუაცია ტანსაცმლის საკუთარი ხაზის ("მისის მადი") გაშვებით გამოასწორა. სხვათა შორის, იქ თავად დადის - არა მხოლოდ რეკლამისთვის, შესამოსადაც.

8 დეკემბერს 60 წლის გახდა "ჰოლივუდის ყველაზე მშვენიერ ქერად" აღიარებული კიმ ბესინჯერი. 17 წლის კიმი "მის ჯორჯიად" აირჩიეს. მას შემდეგ, წლების მანძილზე, რეჟისორები მხოლოდ სილამაზის გამო იღებდნენ ფილმებში. მერე აღმოაჩინეს, რომ უმშვენიერესი კიმი მშვენიერი მსახიობიც ყოფილა. როლს როლი მოჰყვა და მისი ჰონორარი ისე გაიზარდა, ჯორჯიის შტატში 20 მლნ დოლარად გრანდიოზული ვილაც კი იყიდა! თუმცა შემდეგ გაკოტრებაც გამოცადა. დღეს კიმის მთავარი საზრუნავი მისი და ალეკ ბოლდუინის 18 წლის მზეთუნახავი ასული აილენდია. მაგრამ ბესინჯერის ყველაზე დიდი პრობლემა მაინც გრძელი ენაა - "კიმს მუდამ პირში ბურთის ჩაჩრა სჭირდება", - მიიჩნევს იუბილარის მამა.