"ხორუმი" ფინეთის ტყეში - კვირის პალიტრა

"ხორუმი" ფინეთის ტყეში

ფინეთის აღმოსავლეთში, ქალაქ სუომუსალმის მახლობელ ტყეში დათვის სამი პატარა ბელის "ხორუმი" ფინელმა მოყვარულმა ფოტოგრაფმა -  გიმნაზიის 52 წლის ფიზკულტურის მასწავლებელმა ვალტერ მულკაჰაინენმა გადაიღო. "ძალიან სახალისო იყო. თავი ზღაპრულ ტყეში, თანაც ბავშვთა გასართობ მოედანზე მეგონა. ბელების ყურებისას თავი ვერ შევიკავე და ისეთი სიცილი ამიტყდა, ცრემლები წამომივიდა. დედა დათვი იქვე "სადილობდა", ბელებს დროდადრო გამოხედავდა და ამოწმებდა, ბელები კი ისე იყვნენ გართულნი, ჭამა არც გახსენებიათ, ცეკვავდნენ და ზუსტად ისე ხმაურობდნენ, როგორც სკოლაში ჩემი მოსწავლეები", - ამბობს მულკაჰაინენი.