ეზოში ავი ბავშვია...
16-12-2013
ეზოში ავი ბავშვია...
ჩინეთის ჩეძიანის პროვინციაში 11 წლის ჰე ზილი, ოჯახის გადაწყვეტილებით, ფსიქიკური პრობლემების გამო, ეზოში ავი ძაღლივით ჯაჭვითაა დაბმული, რათა სხვებს არაფერი დაუშავოს. ბიჭუნას დაბმულს სძინავს, დაბმული ჭამს ან ოჯახის რომელიმე წევრთან ერთად სოფლის ვიწრო შუკებში სეირნობს. ბავშვს გონებრივად ჩამორჩენილი მამისა და ინვალიდი ბაბუის გარდა, არავინ ჰყავს - დედა რამდენიმე წლის წინ კიბოთი გარდაეცვალა. ბიჭუნა ერთი წლის იყო, როცა ძლიერმა დარტყმამ თავის ქალა დაუზიანა. სწორედ მას შემდეგ დაეწყო ფსიქიკური პრობლემები. ბაბუის თქმით,
ბავშვის დაბმა ერთადერთი გამოსავალი იყო, რადგანაც ზილი სხვებთან ძალიან აგრესიულია.
ჩინეთის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ცნობით, ქვეყანაში 160 მლნ-მდე კაცს პარანოიდული ფსიქოზი ან შიზოფრენიის ნიშნები აქვს.

P.S. წარმოუდგენელია ბავშვს, მით უმეტეს თუ მას ფსიქიკური პრობლემები აქვს, ასე სასტიკად მოექცე... და, ამ დროს, სად არიან ჩინელი
უფლებადამცველები?!








lika
16 დეკემბერი 2013 14:48
მორჩით სისულელების წერას. ვინ დაიჯერებს, სულელის მეტი ამას. ესრთი კაი ფოტო შოპია და მორჩაააააა

რედაქტორის რჩევით