ყველაზე სექსუალური ქალი სკარლეტია - კვირის პალიტრა

ყველაზე სექსუალური ქალი სკარლეტია

პრესტიჟული ბრიტანული გამოცემის, "ესქვაირის" გამოკითხვით, მსოფლიოს ყველაზე სექსუალური ქალი სკარლეტ იოჰანსონია, ეს უკვე მეორედ. პირველად ჰოლივუდელი ლამაზმანი ამ ტიტულს 2006 წელს დაეუფლა, 7 წლის მერე კი დაბრუნდა, როგორც "ესქვაირში" აღნიშნეს, "დამწიფებული და უწინდელზე უფრო სასურველიც კი, თუკი ეს საერთოდ შესაძლებელია".  სავარაუდოდ, სკარლეტი საკუთარ ტრიუმფს ფილმ "შურისმაძიებლებს" უნდა უმადლოდეს - ტყავის სექსუალურ სამოსში გამოკვართულმა იოჰანსონმა, რომელიც სუპერგმირ "შავი ქვრივის" როლს ასრულებს, სამუდამოდ დაადუმა ისინი, ვინც ამტკიცებდნენ, რომ ქერა ლამაზმანი უკვე ფორმაში აღარ იყო.