წლის ვარსკვლავური წყვილი - პრინცი უილიამი და ჰერცოგინია კეიტ მიდლტონი
23-12-2013
წლის ვარსკვლავური წყვილი - პრინცი უილიამი და ჰერცოგინია კეიტ მიდლტონი
ბრიტანული პრესა ერთხმად ამტკიცებს, რომ 2013 წლის წყვილის ტიტულს ბრიტანული სამეფო წყვილი სრულიად სამართლიანად იმსახურებს. პრინცი უილიამისა და  კემბრიჯის ჰერცოგინიას ურთიერთობა მთელი წლის განმავლობაში საზოგადოების ცხოველი ინტერესის საგანი იყო, მემკვიდრის, პაწია ჯორჯის დაბადებას კი, შეიძლება ითქვას, ნახევარი მსოფლიო ზეიმობდა.

აი, ამერიკაში, განსაკუთრებით People-სა და Men’s Health-ის რედაქციებში კი ფიქრობენ, რომ წლის წყვილის ტიტულს გაბღენძილი ინგლისელების ნაცვლად "ჩვენი ბიჭი" ჯასტინ ტიმბერლეიკი და მისი მშვენიერი მეუღლე, ჯესიკა ბილი იმსახურებენ. რაც მართალია, მართალია
- ჯასტინი უკვე აღარ ხუმრობს. ჯერ იყო და, წლის დასაწყისში პლანეტის ერთ-ერთ უმშვენიერეს ქალზე, მსახიობ ჯესიკა ბილზე დაქორწინდა, მერე ფილმებზე გადაერთო და ისეთი სამსახიობო ოსტატობა გამოავლინა, რომ კრიტიკოსები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ მის ქებაში, წელი კი მეგაპოპულარული ჰიტით დაამთავრა, რომელიც მთელი თვე ლიდერობდა ამერიკის ჩარტებში.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით