"თაიმის" რჩეული პაპი ფრანცისკი გახდა - კვირის პალიტრა

"თაიმის" რჩეული პაპი ფრანცისკი გახდა

გავლენიანმა ამერიკულმა გამოცემა Time-მა 2013 წლის ადამიანად რომის პაპი ფრანცისკი დაასახელა.

"წლეულს ძალიან საინტერესო არჩევანი გავაკეთეთ", - განაცხადა ჟურნალის რედაქტორმა ნენსი გიბსმა. მისივე თქმით, მართალია, საბოლოო გადაწყვეტილება ჟურნალის სარედაქციო ჯგუფმა მიიღო, მაგრამ გამოკითხვა ჩაატარეს მკითხველებს შორის და საზოგადოებრივი აზრიც გაითვალისწინეს.

თიმე-ის რედაქციის შერჩევით წლის ადამიანი შეიძლება გახდეს პიროვნება ან პიროვნებათა ჯგუფი, რომლებმაც განსაკუთრებული გავლენა იქონიეს სიახლეებსა და საზოგადოების ცხოვრებაზე, იქნებიან ისინი დადებითი თუ უარყოფითი პირები. ეს ადამიანები ასევე არიან სიმბოლო ყველა იმ მნიშვნელოვანი მოვლენის, რაც მიმდინარე წელს მოხდა.

მეორე ადგილი აშშ-ის სპეცსამსახურების ყოფილმა თანამშრომელმა ედვარდ სნოუდენმა დაიკავა. გასულ წელს თიმე-ის რჩეული აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა იყო. ამერიკული ჟურნალი “წლის ადამიანს 1927 წლიდან მოყოლებული ასახელებს. პირველი წლის ადამიანი ამერიკელი პილოტი ჩარლზ ლინდბერგი გახდა.