პლანეტის ყველაზე სექსუალური მამაკაცი - კვირის პალიტრა

პლანეტის ყველაზე სექსუალური მამაკაცი

"კოსმოპოლიტანმა" და  People-მ, ტრადიციისამებრ, წლის ყველაზე სექსუალური მამაკაცი გამოავლინეს. "კოსმოპოლიტანის" რჩეული ჰოლივუდის მსახიობი რაიან რეინოლდსი გახდა, People-ს მიერ ჩატარებულ მასშტაბურ გამოკითხვაში კი ჯგუფ Maroon 5-ის ფრონტმენმა, ადამ ლევინმა გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ "კოსმოპოლიტანის" რჩეული რეინოლდსი წინა წელს სწორედ  People -მ დაასახელა პლანეტის ყველაზე სექსუალურ მამაკაცად. რეინოლდსისა და ლევინის გარდა, ორივე გამოცემის ათეულებში მოხვდნენ დევიდ ბექჰემი, ჰიუ ჯექმანი, ლაიამ ჰემსვორთი, ჩენინგ ტატუმი და ბრედლი კუპერი.