წლის განშორებები
წლის განშორებები
გველის წელი ვარსკვლავური წყვილებისათვის, შეიძლება ითქვას,  გველური აღმოჩნდა: ურთიერთობა გაწყვიტეს ისეთმა წყვილებმა, რომლებიც ხანგრძლივი და ბედნიერი ოჯახური თანაცხოვრების ეტალონებად იყვნენ მიჩნეული. ჟურნალმა People-მაც ცნობილი განშორებების მთელი ოცეული შეადგინა. პირველ ადგილზე მაიკლ დუგლასისა და კეტრინ ზეტა ჯონსის 13-წლიანი ქორწინების აღსასრული აღმოჩნდა, რომლის ინიციატორიც, რაც უნდა გასაკვირი იყოს, არა მუდამ მშვენიერი კეტრინი, არამედ ყელის კიბოთი დატანჯული დუგლასი გახლდათ. არანაკლებ მოულოდნელი იყო ყველაზე ცნობილი ფრანგი წყვილის, მსახიობების, ვინსენტ კასელისა და მონიკა ბელუჩის განშორების
ამბავიც, რომელმაც მათი 14-წლიანი ქორწინება დაასრულა. ბევრს ლაპარაკობდნენ მონიკასა და აზერბაიჯანელი მილიარდერის, ტელმან ისმაილოვის რომანზე, რასაც ბელუჩი დღემდე თავგამოდებით უარყოფს.

ცნობილ განქორწინებათა ოცეულში მოხვდა კლინტ ისტვუდიც, რომელიც 47 წლის ცოლს 83 წლის ასაკში დაშორდა და განქორწინების ინიციატორიც თავად გახლდათ. რა გეგმები აქვს უბერებელ კოვბოის, ჯერჯერობით
უცნობია, თუმცა ვერავინ უარყოფს, რომ იგი ჯერაც საკმაოდ მხნედ გამოიყურება. თინეიჯერების გულის მოსაკლავად, ერთმანეთს უკვე მერამდენედ დაშორდნენ "ბინდის" ვარსკვლავები რობერტ პატინსონი და კრისტენ სტიუარტი. როგორც ამბობენ, პატინსონი კრისტენს საქვეყნოდ რქების დადგმას ვერ პატიობს.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები