წლის აღმოჩენა - "ჰიგსის ბოზონი" - კვირის პალიტრა

წლის აღმოჩენა - "ჰიგსის ბოზონი"

2013 წლის ნობელის პრემია ფიზიკის დარგში, ბრიტანელ მეცნიერს პიტერ ჰიგსს და ბელგიელ ფრანსუა ენგლერუს გადაეცათ.

1964 წელს მეცნიერებმა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად იწინასწარმეტყველეს "ჰიგსის ბოზონის" არსებობა, ელემენტარული ნაწილაკისა, რომლის აღმოჩენაც შესაძლებელს ხდის, გავიგოთ, როგორ შეერთდა ნაწილაკები დიდი აფეთქების შემდეგ და როგორ წარმოიშვა სამყარო.

სამეცნიერო სამყაროში "ჰიგსის ბოზონს" ღმერთის ნაწილაკი უწოდეს. მისი არსებობის დასადასტურებლად დიდი ანდრონული კოლაიდერი ააშენეს - ელემენტარული ნაწილაკების გიგანტური დამაჩქარებელი.

2012 წლის ივლისში მეცნიერებმა შვეიცარიაში განაცხადეს, რომ მათ შეძლეს "ჰიგსის ბოზონის" აღმოჩენა. 2013 წლის მარტში ფიზიკოსებმა დაამტკიცეს, რომ აღმოჩენილი ნაწილაკი ნამდვილად "ჰიგსის ბოზონია". ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეს არის უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში ყველაზე დიდი აღმოჩენა.