პოლ უოკერს ძმა შეცვლის! - კვირის პალიტრა

პოლ უოკერს ძმა შეცვლის!

ტრაგიკულად დაღუპული პოლ უოკერის მრავალრიცხოვან ფანებს სერიალ "ფორსაჟის" პროდიუსერებისგან საახალწლო "საჩუქარი" ელით. მათი გადაწყვეტილებით, მორიგ ფილმში პოლს მისი უმცროსი ძმა, 25 წლის კოდი უოკერი შეცვლის.

კოდი ძალიან ჰგავს პოლს. თუმცა პროდიუსერები ფილმში მას შორიდან გადაიღებენ, ხოლო როდესაც პოლის სახე დასჭირდებათ, მას ე.წ. CGI ტექნოლოგიით შექმნიან.