მსოფლიოს #1 მამაკაცი 50 წლისაა!
30-12-2013
მსოფლიოს #1 მამაკაცი 50 წლისაა!
საახალწლოდ ბრედ პიტის თაყვანისმცემლებს სიხარულის მიზეზი აქვთ, მათი კერპი 18 დეკემბერს 50 წლის გახდა. ის ჯერჯერობით ერთადერთი ადამიანია, ვინც ჟურნალ People-ის გამოკითხვით ორჯერ გახდა პლანეტის ულამაზესი მამაკაცი!  მსოფლიოს საოცნებო მამაკაცმა ესტაფეტა გრეგორი პეკისგან გადაიბარა...

პიტი პროვინციაში მორწმუნე ოჯახში დაიბადა. მამა ტვირთის გადამზიდავი იყო, დედა - მასწავლებელი. ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დამთავრებისთანავე ბრედმა ჰოლივუდს მიაშურა, მუშაობდა მძღოლად, მტვირთავად, წიწილის კოსტიუმში გამოწყობილი კლიენტებსაც კი უხმობდა კაფეში... პირველი როლი 1988 წელს მიიღო ფილმში "მზის ბნელი
მხარე". რამდენჯერმე "ოსკარის" ნომინანტიც იყო, თუმცა პრესტიჟულ პრიზს ჯერაც ვერ ეღირსა.

მისი საცოლე გვინეტ პელტროუ იყო, თუმცა მეუღლედ ჯენიფერ ენისტონი არჩია. მერე ანჯელინა ჯოლი "ჩაერია საქმეში"... ცნობილ წყვილს ახლა 6 ბავშვი ჰყავს - სამი თავისი, სამიც ნაშვილები. მართალია, ბოლო დროს ჯანმრთელობის პრობლემაც აქვს - პროზოპაგნოზია
სჭირს, ანუ სახელები ავიწყდება, მაგრამ მთავარი ის არის რომ, პიტი არავის დაავიწყდება!  

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით