საახალწლო "კრუიზი გემზე" - კვირის პალიტრა

საახალწლო "კრუიზი გემზე"

სამხრეთ კორეაში 2002 წელს აგებული სასტუმრო - "უნიკალური საკრუიზო გემი" მათთვისაა, ვისაც ზღვის დაავადება სჭირს. ამიტომ 65 მ სიგრძისა და 45 მ სიმაღლის, 30 000-ტონიანი "გემი", რომელიც ნამდვილად არ ირყევა, "მგზავრებს" "საზღვაო მომსახურებას" სთავაზობს. აქ 211 კაიუტაა, ყველა დეტალი საოკეანო ლაინერის ანალოგიურია, გემბანებზე კი ხალხს თოლიების ჭყივილი და ტალღების მსუბუქი ხმაც ართობს.