65 წლის დეპარდიე 20 შვილის მამაა - კვირის პალიტრა

65 წლის დეპარდიე 20 შვილის მამაა

ჟერარ დეპარდიე 27 დეკემბერს 65 წლის გახდა. ის რუსეთის მოქალაქედ მას შემდეგ იქცა, რაც საფრანგეთში გადასახადები მეტისმეტად გაზარდეს. 45 წლის მანძილზე მსახიობმა საფრანგეთის ბიუჯეტში გადასახადების სახით 145 მლნ ევრო შეიტანა, თუმცა "მდიდრების გადასახადის" კიდევ უფრო გაზრდა ვერ აიტანა და ჯერ ბელგიაში გადაბარგდა, შემდეგ კი - 2013 წლის 1-ელ იანვარს, რუსეთის პასპორტი მიიღო და ჩეჩნეთისა და უდმურტეთის "საპატიო მოქალაქეც" გახდა. მსახიობი წარმატებული მეღვინე და რესტორატორია. იუბილარს 20 შვილი ჰყავს... 10 ქალთან!