9 წლის რეკორდსმენი - კვირის პალიტრა

9 წლის რეკორდსმენი

საახალწლოდ, ისტორიაში პირველად, ამერიკის კონტინენტის უმაღლესი მწვერვალი აკონკაგუა 9 წლის ამერიკელმა ბიჭუნამ, ტაილერ არმსტრონგმა დაიპყრო. მან 6 928 მ სიმაღლის მწვერვალზე ასვლა 24 დეკემბერს დაასრულა და მოხსნა 2008 წელს დამყარებული 10 წლის მეთიუ მონიცის რეკორდი. ტაილერი მწვერვალზე მამასთან ერთად ავიდა, მათ მხოლოდ ტიბეტელი გამყოლი ახლდათ. აკონკაგუა ურთულესი მწვერვალია, რომლის დაპყრობის მცდელობისას ათობით ალპინისტი დაიღუპა. არგენტინაში მოქმედი კანონით, 14 წელზე უმცროსებს მწვერვალებზე ასვლა ეკრძალებათ, ამიტომ არმსტრონგებს არგენტინელი მოსამართლისგან ნებართვის აღება დასჭირდათ. "ყოველ ბავშვს შეუძლია იგივე გააკეთოს. ოღონდ აუცილებელია მიზანი დაისახო", - ამბობს პატარა რეკორდსმენი.