"დაახალეთ პირდაპირ... მუცელში!" - კვირის პალიტრა

"დაახალეთ პირდაპირ... მუცელში!"

ბოგოტაში, მიგელ კაბალიეროს მიერ დაფუძნებული "დამცავი სამოსის კომპანიის" კლიენტები იყვნენ კოლუმბიის ვიცე-პრეზიდენტი ფრანსისკო რამოსი, უგო ჩავესი, სტივენ სიგალი, რადგან კომპანია ხარისხიან ჯავშანჟილეტებს შედარებით მსუბუქი და "მოდური სამოსის" სახით უშვებს... კოლუმბიაში ნარკომაფია მძვინვარებს და სროლა არავის უკვირს. კომპანიას არც ეჭვიანი კლიენტები აკლია და "ჯავშანსამოსის" ეფექტიანობის შემოწმება პირდაპირ სამუშაო დარბაზში უჩვეულო არავისთვისაა. პრობლემა ერთია - მკერავმა ქალებმა, რომლებიც სროლას დიდი ხანია შეეჩვივნენ, ყურები უნდა დაიცონ. საქმე კი იმატებს - კომპანიამ Mმთავრობის შეკვეთით დამცავი სამოსი უკვე კოლუმბიელ მოსწავლეებსაც უნდა ჩააცვას!