მენაყინის მონა - კვირის პალიტრა

მენაყინის მონა

დიდ ბრიტანეთში სასამართლომ შეფილდელ მენაყინეს ადამიანის დამონებისთვის 6-წელიწადნახევრიანი პატიმრობა მიუსაჯა. გასული წლის ივლისში შეფილდის პოლიციაში ანონიმური ზარი შევიდა, რომ მენაყინე დევიდ რუკის ოჯახში ფსიქიკური პრობლემების მქონე მამაკაცი ჰყავდათ დატყვევებული, მას მონურ მორჩილებას აიძულებდნენ და ძაღლივით ეპყრობოდნენ. კაცი ოჯახის წევრებისთვის განტევების ვაცი იყო - ცუდ ხასიათზე თუ იყვნენ, რუკი, მისი ცოლი და ცხრამეტი წლის შვილი ჯავრს მონაზე იყრიდნენ" და დაუნდობლად სცემდნენ. კაცი დილიდან საღამომდე ნაყინის მანქანებს რეცხავდა, ტუალეტის ნაცვლად ქოთანს იყენებდა და ბუნკერში ეძებდა საჭმელს. სასამართლომ დევიდ რუკს - ექვსწელიწადნახევრიანი, მის ცოლს - ოთხთვიანი, ხოლო 19 წლის შვილს ოთხწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.