თავლაფდასხმული "საახალწლო მთავრობა" - კვირის პალიტრა

თავლაფდასხმული "საახალწლო მთავრობა"

ალიკანტეს პროვინციის ქალაქ იბის ფესტივალი "ელ-ენფარინატსი", რომელიც წლის მიწურულს იმართება, "ფქვილის ომის" სახელითაა ცნობილი, მაგრამ მსოფლიოში მსგავსი ომებისგან (გერმანიაში - ბალიშებით, ინდოეთში - ფერადი საღებავებით და ა.შ.) იმით განსხვავდება, რომ ის "პოლიტიკურია"! მონაწილეები "საახალწლო მთავრობას" ირჩევენ, რომელიც რაც შეიძლება სულელურ კანონებს იღებს და მათი შეუსრულებლობისთვის მოსახლეობას აჯარიმებს (თანხა საქველმოქმედოდ იხარჯება), "ოპოზიცია" კი, მოხალისეების დახმარებით, "მთავრობის" ჩამოგდებას ცდილობს. "ომში" ფქვილის გარდა, კვერცხების გამოყენებაც შეიძლება...