ჯონ ვოიტი 75 წლისაა - კვირის პალიტრა

ჯონ ვოიტი 75 წლისაა

29 დეკემბერს ჯონ ვოიტი - ოსკაროსანი მსახიობი და ანჯელინა ჯოლის მამა, 75 წლის გახდა. მშობელს სუპერვარსკვლავმა ქალიშვილმა გულითადად მიულოცა დაბადების დღე. ანჯელინა ძალიან ჰგავს წარმოსადეგ და სანდომიან მამას, რომელსაც წლების მანძილზე არ ელაპარაკებოდა - 70-იან წლებში ჰოლივუდის მაშინდელმა მთავარმა მზეჭაბუკმა, ვოიტმა, მიატოვა მეორე ცოლი - მსახიობი მარშელინ ბერტრანი ქალ-ვაჟით ხელში... ანჯელინა მაშინ მხოლოდ ერთი წლის იყო. მამას ჯოლიმ მხოლოდ ახლაღა აპატია, როდესაც თავად ჰყავს 6 შვილი, თუმცა ისე გაიკეთა მკერდის ოპერაცია, მამისთვის არაფერი უთქვამს. "ამნისტირებული" ბაბუა ხშირად სტუმრობს შვილს, თავის სიძეს, ბრედ პიტს დაუძმაკაცდა, ხოლო შვილიშვილებს, რაც შეუძლია, ანებივრებს.