ჯონ ვოიტი 75 წლისაა
13-01-2014
ჯონ ვოიტი 75 წლისაა
29 დეკემბერს ჯონ ვოიტი - ოსკაროსანი მსახიობი და ანჯელინა ჯოლის მამა, 75 წლის გახდა. მშობელს სუპერვარსკვლავმა ქალიშვილმა გულითადად მიულოცა დაბადების დღე. ანჯელინა ძალიან ჰგავს წარმოსადეგ და სანდომიან მამას, რომელსაც წლების მანძილზე არ ელაპარაკებოდა - 70-იან წლებში ჰოლივუდის მაშინდელმა მთავარმა მზეჭაბუკმა, ვოიტმა, მიატოვა მეორე ცოლი - მსახიობი მარშელინ ბერტრანი ქალ-ვაჟით ხელში... ანჯელინა მაშინ მხოლოდ ერთი წლის იყო. მამას ჯოლიმ მხოლოდ ახლაღა აპატია, როდესაც თავად ჰყავს 6 შვილი, თუმცა ისე გაიკეთა მკერდის
ოპერაცია, მამისთვის არაფერი უთქვამს. "ამნისტირებული" ბაბუა ხშირად სტუმრობს შვილს, თავის სიძეს, ბრედ პიტს დაუძმაკაცდა, ხოლო შვილიშვილებს, რაც შეუძლია, ანებივრებს.   

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით