საახალწლო "კუკუდამალობანა" - კვირის პალიტრა

საახალწლო "კუკუდამალობანა"

ახალი წლის წინ მელბურნელმა ყმაწვილმა საცოლესთან კუკუდამალობანას თამაში გადაწყვიტა - შებუჟბუჟებულმა  შეყვარებულის გაკვირვება მოინდომა და სარეცხ მანქანაში შიშველი ჩაძვრა, მაგრამ ... უკან ვეღარ ამოვიდა. შეშინებულმა საცოლემ პოლიცია და მაშველები გამოიძახა. "უიღბლო ტიტლიკანა მთლიანად  ზეითუნის ზეთით გავპოხეთ და მხოლოდ ამის შემდეგ შევძელით მისი ამოყვანა ტრავმის გარეშე", -განაცხადა მაშველმა მიშელ არაუგომ.