საოცარი ქველმოქმედი
13-01-2014
საოცარი ქველმოქმედი
მას არ ჰყავს მანქანა, მგზავრობს მეტროთი, თვითმფრინავში მხოლოდ ეკონომკლასის ბილეთს ყიდულობს და 15-დოლარიან მაჯის საათებს ატარებს. არასდროს სტუმრობს ძვირად ღირებულ რესტორნებსა და სასტუმროებს,  არც გავლენიანი მოდის დიზაინერების ექსკლუზიური კოლექციები აინტერესებს. 1997 წლამდე მის შესახებ არავინ არაფერი იცოდა, რადგან პოპულარობა არ სურდა, თუმცა ჟურნალისტებმა მაინც მიაგნეს ადამიანს, რომელიც საქველმოქმედო ორგანიზაციებში უზარმაზარ თანხას რიცხავდა. 7.5 მლრდ დოლარიანი კაპიტალის მფლობელი, 82 წლის ამერიკელი ბიზნესმენი ჩაკ ფინი ქონების 99%-ს ჯანმრთელობის, მეცნიერების, განათლებისა და სამოქალაქო
უფლებების დაცვაში ხარჯავს. მისი კორპორაცია თჰე Atlantic Philanthropies  მსოფლიოს ყველა წერტილში უკიდურესად გაჭირვებული ადამიანებისთვის იმედის სხივია. შვილებსაც შრომის სიყვარულს ბავშვობიდანვე უნერგავდა და, მიუხედავად იმისა, რომ პირად ანგარიშზე სოლიდური თანხა აქვთ, საკუთარი ჯიბის ფულზე თავად ზრუნავენ. მილიარდერი ქველმოქმედი აცხადებს, რომ გაჭირვებული ადამიანების დასახმარებლად საკუთარ კაპიტალს მთლიანად
დახარჯავს!








Koko
18 იანვარი 2014 07:18
ნეტა ჩვენ გავხდებიტ როდესმე ესეთები?

რედაქტორის რჩევით