"ოქროს ადელი" - 135 მილიონად! - კვირის პალიტრა

"ოქროს ადელი" - 135 მილიონად!

ავსტრიის უდიდესი ფერმწერის, მსოფლიო მოდერნის უმნიშვნელოვანესი ხელოვანის, სიმბოლისტ გუსტავ კლიმტის მიერ 1907 წელს დახატული "ადელ ბლოხ ბაუერის

პორტრეტი", იგივე "ოქროს ადელი", 2006 წელს "სოთბის" აუქციონზე 135 მლნ დოლარად გაიყიდა და მსოფლიოს უძვირესი ფერწერული ნაწარმოები გახდა. ამით კლიმტმა მოხსნა პიკასოს რეკორდი, რომლის ნახატი, "ბიჭი ყალიონით", 2004 წელს 104 მლნ დოლარად იყიდეს. "ოქროს ადელი" შეიძინა კოსმეტიკური კომპანია Estee Lauder-ის მფლობელმა რონალდ ლაუდერმა, რომელიც წარმოშობით ავსტრიელია. - "ოქროს ადელი" ჩვენი, ავსტრიელების "მონა ლიზაა", -  განაცხადა მან.

ფასის მიხედვით, "ოქროს ადელი" მესამე ადგილზეა. პირველია ჯექსონ პოლოკის ტილო "ნომერი 5", რომელიც 2006 წელს 140 მლნ დოლარად გაიყიდა, მეორე - ვილემ დე კუნინგის "ქალი III". ისიც 2006 წელს იყიდეს 137,5 მლნ დოლარად.