ყველაზე გრძელიც, ყველაზე სწრაფიც! - კვირის პალიტრა

ყველაზე გრძელიც, ყველაზე სწრაფიც!

საახალწლოდ ჩინეთში გაიხსნა მსოფლიოში ყველაზე გრძელი (1000 კმ-ზე მეტი) ჩქაროსნული მატარებლის ხაზი - უჰანი-გუანჯოუ. მატარებელი გერმანული ფირმის,

"სიმენსის" ნაწარმია და დღეს მსოფლიოში ყველაზე სწრაფიც - მისი სიჩქარე საათში 340 კილომეტრია! ეს 100 კმ/სთ-ით აღემატება ახლახან გახსნილ რუსების "საამაყო" მოსკოვი-პეტერბურგის ჩქაროსნული მატარებლის - "საფსანის" სიჩქარეს, რომელიც, სხვათა შორის, ასევე "სიმენსის" გამოშვებულია.