"ჩუმად თავი დახარე..." - კვირის პალიტრა

"ჩუმად თავი დახარე..."

ველური ბუნების ბრიტანელი ფოტოგრაფი ბენ კოლი სამხრეთ აფრიკის კერძო ნაკრძალში ორი მამალი ჟირაფის შერკინებას შეესწრო. "ჟირაფები დედალი ჟირაფისთვის ხშირად იბრძვიან. ეს ორი უზარმაზარი ძუძუმწოვარიც "ქალისთვის" შეება ერთმანეთს. გრანდიოზული სურათი იყო, ისინი ერთმანეთს კისრებით სცემდნენ, მაღლა აწეული ფეხის მოქნევით ცდილობდნენ, მეტოქისთვის თავი დაეხრევინებინათ. ზრდასრული ჟირაფი ძალიან ღონიერია, ფეხის დარტყმით ლომს ადვილად კლავს და მეტოქე ჟირაფის წაქცევა-დასახიჩრებაც შეუძლია. თუმცა ამჯერად მეტოქეებმა ერთმანეთი დაზოგეს და მხოლოდ ჭიდაობას დასჯერდნენ, რის გამოც ყველაფერი უსისხლოდ დამთავრდა - უფრო სუსტმა "თავი დახარა" და იქაურობას გაეცალა", - ამბობს ბენ კოლი.