უნიფხვო ბედნიერი - კვირის პალიტრა

უნიფხვო ბედნიერი

ახლახან პრესტიჟული "ოქროს გლობუსის" ცერემონიაზე, რომელიც "ოსკარის" რეპეტიციად ითვლება, ყველაზე თამამად ჩაცმული ამჯერად მირანდა კერი გახლდათ. მსახიობი საცვლის გარეშე გამოცხადდა! მირანდა წელამდე ჩახსნილმა კაბამ "გაყიდა".

როგორც ჩანს, კერი ქმარს - ორლანდო ბლუმს შეურიგდა, რადგან "ოქროს გლობუსზე" მასთან ერთად მივიდა და წითელ ხალიჩაზე ამიტომაც "ბრწყინავდა". ბედნიერებას კი ტრუსი არ სჭირდება, თანაც სუპერმოდელის შიშველი სხეულიც ხომ ხელოვნებაა...