ბედნიერების ელეთმელეთი - კვირის პალიტრა

ბედნიერების ელეთმელეთი

უფლისწულ უილიამის მეგობარი გოგონა ლი კეიტ მიდლტონი სამეფო ოჯახმა საშობაო სადილზე მიიპატიჟა. უფლისწულისა და მიდლტონის რამდენიმეწლიანი

ურთიერთობის განმავლობაში გოგონასთვის ეს პირველი მიპატიჟებაა დედოფალ ელისაბედ მეორისგან, რომელსაც ის თაყვანს სცემს. ასეთმა პატივმა კეიტს ისეთი ელეთმელეთი დამართა და ისე ააღელვა, რომ უფლისწულმა სასახლეში გაყოლაზე ვერანაირად დაითანხმა! საბოლოოდ, ახალგაზრდებმა განაცხადეს, რომ "ვრისწერამდე ერიდებიან ყურადღების ცენტრში ყოფნას" და სადილს არც ერთი არ დასწრებია...