პამელას მეოთხე ქმარი... მესამე ქმარია - კვირის პალიტრა

პამელას მეოთხე ქმარი... მესამე ქმარია

პამელა ანდერსონმა მრავლისმნახველი ბომონდი გააოცა - 47 წლის სუპერვარსკვლავი ყოფილ მესამე ქმარს, 45 წლის რიკ სალომონს ხელმეორედ მისთხოვდა! "ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ, ჩვენი ოჯახებიც ბედნიერნი არიან", - განუცხადა პამელამ ჟურნალისტებს ლოს-ანჯელესში შონ პენის საქველმოქმედო ღონისძიებაზე, სადაც ახალშეუღლებულნი ერთად მივიდნენ. სუპერვარსკვლავს სამი ქმარი ჰყავდა. პირველი იყო ჩხუბისთავი როკერი ტომი ლი, რომელიც ცოლს ხშირად სცემდა (მისგან პამელას ორი შვილი დარჩა), მეორე - მუსიკოსი კიდ როკი, რომელთან ქორწილი საზოგადოებას პამელას თეთრი ბიკინით დაამახსოვრდა, ხოლო ერთსა და იმავე დროს მესამე და მეოთხე ქმარი, - რიკ სალომონი, პროდიუსერი და პოკერის პროფესიონალი მოთამაშე. სხვათა შორის, რიკი მილიარდერ პერის ჰილტონის ყოფილი ბოიფრენდია. ის და პამელა 2007 წელს დაქორწინდნენ. მათი ცოლქმრობა 4 წელი გაგრძელდა.