პამელას მეოთხე ქმარი... მესამე ქმარია
20-01-2014
პამელას მეოთხე ქმარი... მესამე ქმარია
პამელა ანდერსონმა მრავლისმნახველი ბომონდი გააოცა - 47 წლის სუპერვარსკვლავი ყოფილ მესამე ქმარს, 45 წლის რიკ სალომონს ხელმეორედ მისთხოვდა! "ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ, ჩვენი ოჯახებიც ბედნიერნი არიან", - განუცხადა პამელამ ჟურნალისტებს ლოს-ანჯელესში შონ პენის საქველმოქმედო ღონისძიებაზე, სადაც ახალშეუღლებულნი ერთად მივიდნენ. სუპერვარსკვლავს სამი ქმარი ჰყავდა. პირველი იყო ჩხუბისთავი როკერი ტომი ლი, რომელიც ცოლს ხშირად სცემდა (მისგან პამელას ორი შვილი დარჩა), მეორე - მუსიკოსი კიდ როკი, რომელთან ქორწილი საზოგადოებას პამელას თეთრი ბიკინით დაამახსოვრდა,
ხოლო ერთსა და იმავე დროს მესამე და მეოთხე ქმარი, - რიკ სალომონი, პროდიუსერი და პოკერის პროფესიონალი მოთამაშე. სხვათა შორის, რიკი მილიარდერ პერის ჰილტონის ყოფილი ბოიფრენდია. ის და პამელა 2007 წელს დაქორწინდნენ. მათი ცოლქმრობა 4 წელი გაგრძელდა.    

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, რამდენად ხშირად ხდება დღეს  საქართველოში თანამდებობის პირთა მიერ უფლებამოსილების პირადი მიზნებისთვის გამოყენება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რამდენად ხშირად ხდება დღეს საქართველოში თანამდებობის პირთა მიერ უფლებამოსილების პირადი მიზნებისთვის გამოყენება?
თვის კითხვადი სტატიები