დემის "ხანუმა" მისივე ქალიშვილია - კვირის პალიტრა

დემის "ხანუმა" მისივე ქალიშვილია

ახლახან პაპარაცებმა მექსიკის პლაჟზე დემი მური ახალ შეყვარებულთან ერთად პიკანტურ მომენტში "მოინადირეს".

სუპერვარსკვლავისა და ჯგუფ "Dead Sara"-ს დრამერის, 27 წლის შონ ფრაიდეის ურთიერთობის დასტური ის კადრი გახდა, სადაც შონის მუხლებზე მჯდომი დემი შეყვარებულს ყურზე კბენს.

დრამერი დედას დემის უფროსმა ქალიშვილმა გააცნო, რომელიც დროდადრო ჯგუფთან ერთად გამოდის სცენაზე...

პაპარაცებმა პლაჟზე "მსხვერპლი" ადვილად გამოიცნეს - შონს მკერდზე უზარმაზარი ტატუ აქვს: ჯგუფის ემბლემა "ფრთიანი კოსმონავტი".