გახდა უფრო ადვილია... - კვირის პალიტრა

გახდა უფრო ადვილია...

ალეკ ბოლდუინისა და კიმ ბესინჯერის მზეთუნახავ ასულს, 17 წლის აილენდს არ სურს მშობლების კვალს გაჰყვეს, რადგან მსახიობობა "ზედმეტად თავის შეწუხებად" მიაჩნია. ლამაზმკერდიანი გოგონა პოდიუმის დაპყრობას უფრო იოლ საქმედ  მიიჩნევს. მან უკვე დადო კონტრაქტი სამოდელო სააგენტოსთან, რომელიც კეიტ მოსისა და მირანდა კერის ინტერესებს იცავს. ხოლო ჰოლივუდში ახლახან გამართულ ერთ-ერთი პრესტიჟული ჟურნალის 50 წლისთავზე (რომლის გარეკანზე მოხვედრა ნებისმიერი მოდელის ოცნებაა), აილენდი მეტად თამამი დეკოლტეთი გამოცხადდა. მიუხედავად იმისა, რომ იუბილეს სუპერმოდელების მთელი დესანტი ესწრებოდა, კრიტიკოსები თვლიან, რომ ასეთი მკერდის პატრონს გარეკანზე მოხვედრის დიდი შანსი აქვს.