ჰოლივუდის მთავარი სკანდალისტი შეყვარებულია - კვირის პალიტრა

ჰოლივუდის მთავარი სკანდალისტი შეყვარებულია

ორ თვეზე მეტია, ჰოლივუდის მთავარი სკანდალისტი, 48 წლის ჩარლი შინი “სექსბომბად”აღიარებულ პორნოვარსკვლავ ბრეტ როსის ხვდება და ძალიანაც ანებივრებს - არა მარტო ფეშენებელურ კურორტებზე დაჰყავს, ულიმიტო საკრედიტო ბარათიც აჩუქა! "ლოთი ჩარლი" ქველმოქმედიცაა: აფინანსებს ქარიშხლით დაზარალებულებს, კიბოთი დაავადებულებს, ლოს-ანჯელესის უბინაოებს თუ ეპილეფსიის შემსწავლელ ცენტრებს. ჩარლის ფული არ უჭირს - მხოლოდ 2010 წლიდან სერიალის, "ორ-ნახევარი ადამიანი", თითო ეპიზოდში 1,8 მლნ დოლარს უხდიდნენ, ხოლო 2012 წელს ლოთობისა და სამუშაოს გაცდენის გამო კონტრაქტის გაწყვეტისთვის დამატებით 25 მლნ გადაუხადეს. ბრეტის ბევრს შეშურდა - ავი ენები ამბობენ, ამიერიდან პორნოფილმებში ფულის გამო კი არა, სიამოვნებისთვის ითამაშებსო...

ბრეტისთან შეხვედრამდე ჩარლი არც სმას იკლებდა და არც ნარკოტიკებს, მსუბუქი ყოფაქცევის ქალებს ხომ ყოველკვირა ხელთათმანებივით იცვლიდა. ამიტომ ჭორაობენ, -  ახლა ისეთი მშვიდი და გაწონასწორებულია, პორნოვარსკვლავი მართლა ხომ არ შეუყვარდაო.