ბრჭყვიალებით გაიმარჯვა
რიგით 71-ე “ოქროს გლობუსის” დაჯილდოების ცერემონიაზე დამსწრე საზოგადოება 69 წლის მაიკლ დუგლასმა კარგად გაართო. ჯერ იყო და, საპატიო პრიზის მიღებისას განაცხადა, რომ გაიმარჯვა, რადგან მასში "უფრო მეტი ბრჭყვიალებაა!" - ამ ხუმრობით სუპერვარსკვლავმა ახსნა, რითი "აჯობა" სერიალში თავის პარტნიორ მეტ დაიმონს - ფილმში დუგლასი გეი-პიანისტის როლს თამაშობს, რომელიც ბრჭყვიალა სამოსს არასდროს იხდის.
43 წლის დაიმონმა, იმის გარდა, რომ პრიზი ვერ მიიღო, თხილამურებით სრიალისას ხელიც მოიტეხა, დუგლასმა იგი ასე დაამშAვიდა - "ყველაფერი წინ გაქვს, მეგობარო."